(+995 32) 2 202-215

Print

საქართველოს ბიზნესასოციაცია პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ბიზნესგარემოს შესახებ კვლევას აცნობს. 

კვლევაში "საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით" წამყვანმა და მსხვილმა კომპანიებმა შეაფასეს ქვეყნის ბიზნესგარემოს სხვადასხვა კონპონენტი: მაკროეკონომიკური გარემო, სამართლებრივი ჩარჩო, საგადასახადო გარემო და შრომის ბაზარი.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესსექტორი ზოგადად დადებითად აფასებს ბიზნესგარემოს, თუმცა არის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

"კვლევის ძირითადი მიზანი იყო, რომ გამოგვეკითხა ბიზნესასოციაციის წევრები, გაგვეგო, რას ხედავენ ისინი, რა მიღწევებია, არის თუ არა სხვადასხვა პრობლემები. საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა. ბევრი საინტერესო მიღწევაა. არის ასევე საკითხები, რომელიც კარგი იქნება, რომ ხელისუფლებამ გამოასწოროს. მიზანი არის ის, რომ არსებობდეს მეტი კომუნიკაცია კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის, სახელმწიფოს მეთაურს კარგად ესმოდეს, თუ როგორ აფასებს ბიზნესი ქევაყანაში არსებულ სიტუაციას. მთავარი, რაც ჩვენ დავინახეთ, არის ის, რომ ზოგად გარემოს ბიზნესი აფასებს დადებითად. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლებში, მაგრამ რასაკვირველია, არსებობს თემები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფომ",- განაცხადა ჭირაქაძემ.

შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც ესწრება.