(+995 32) 2 202-215

კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები

საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი 

კახა რუხაძე 

KPMG

საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 2009 წლის დეკემბერში შეიქმნა. კომიტეტი იცავს საგადასახადო და საბაჟო კუთხით ასოციაციის წევრთა ინტერესებს. ამისთვის ის მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან და აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე სახელმწიფო რეფორმებში. კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, სწორად მიაწოდოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო დაბრკოლებები, რაც აფერხებს ბიზნესის განვითარებას. კომიტეტის წევრები ყოველთვიურად იკრიბებიან, განიხილავენ საგადასახადო და საბაჟო საკითხებს და მუშაობენ ფინანსთა სამინისტროსთვის შესათავაზებელ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიზნეს გარემოზე.