(+995 32) 2 202-215

კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები

აგრარული კომიტეტი 

თბილღვინო

რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის დარგში საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო. სწორედ დარგის მხარდაჭერის, რეფორმების ხელშეწყობისა და საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად შეიქმნა აგრარული კომიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

კომიტეტის თავდაპირველი მიზანი სოფლის მეურნეობის დარგში არსებული აქტუალური საკითხებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ხელისუფლებისთვის წარდგენა იყო. ამ მიზნით, შექმნიდან ნახევარი წლის განმავლობაში, აქტიური შეხვედრები იმართებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტთან; ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან, რომელთა მუშაობის სპეციფიკაც სოფლის მეურნეობის დარგთან კავშირში იყო. 

2011 წლის შემოდგომაზე, კომიტეტმა დაიწყო დარგში არსებული დაბრკოლებების სიღრმისეული შესწავლა.ოთხთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, 2012 წლის თებერვალში გამართულ ბიზნესფორუმზე კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პერსპექტივები, განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი გადაჭრის ხედვა.

ამჟამად, აგრარული კომიტეტი კვლავ განაგრძობს დარგის პრობლემებზე მუშაობას და ასოციაციის წევრებს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაჭრაში ეხმარება.