(+995 32) 2 202-215

კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები

საფინანსო კომიტეტი 

 

საფინანსო კომიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 2010 წლის აპრილში შეიქმნა. დღეს კომიტეტი სამ მთავარ მიმართულებაზე მუშაობს: კერძო საპენსიო სისტემის განვითარება, კაპიტალის ბაზრის განვითარება და სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობა.
კომიტეტის ხედვით, კერძო საპენსიო სისტემა რომ განვითარდეს, საჭიროა, შეიქმნას ინდივიდუალური შენატების სისტემა და რაიმე სახით წახალისდეს შენატანები. თუ ეს რეფორმა ჯეროვნად განხორციელდა, ქვეყანაში გაჩნდება სოლიდური და გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი. კაპიტალის ბაზრის განვითარება 
სალიზინგო საქმიანობის განვითარების მიზნით, საფინანსო კომიტეტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში შედიან ბაზარზე არსებული წამყვანი სალიზინგო კომპანიები, ლიზინგის სპეციალისტები, საგადასახადო ექსპერტები და იურისტები. სამუშაო ჯგუფის მთავარი დანიშნულებაა სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა, მათი ანალიზი და საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება.