(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი სხდომა გამართა

23 ივნ '16

2016 წლის 22 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში," გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის  საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია "ბიდიოს"  მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მერაბ არახამია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

სხდომაზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა,  პრეზენტაციის სახით, წარმოადგინეს  საბაჟო პროცედურებში დანერგილი სიახლეები და ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საბაჟო კანონმდებლობა და სხდომის მონაწილეთათვის საინტერესო, პრაქტიკული საკითხები და ინიციატივები.

ბიზნესის წარმომადგენლებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები როგორც ზემოაღნიშნულ თემებთან, ასევე ზოგადად საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული კონკრეტული თემების შესახებ.