თბილისში 27 სექტემბერს ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიხსნა
27 სექ '16
საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებითა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, დღეს, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას“ 11-ე პავილიონში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინე კვახაძე. გამოფენაში 80-მდე ჩინური კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები, ასევე აგრო-სექტორი.
ღონისძიების პარტნიორები საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უანგ ჟინჩენი წარდგნენ.
გამოფენა 2016 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.