(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

27 ოქტ '16

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი შოთა კომლაძე, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ამა წლის 10-11 ოქტომბერს, მსოფლიო ბანკის მიწვევით და დაფინანსებით იმყოფებოდა ბელორუსიის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) პროგრამის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის რეგიონული პროგრამის (STAREP) მხარდაჭერით ორგანიზებული სემინარის „ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სფეროში პრაქტიკის გაზიარება“ (A&ACoP) მუშაობაში.

პროგრამა STAREP 2013 წლიდან ხორციელდება  ექვს ქვეყანაში - უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სასომხეთი და საქართველო, და მისი მიზანია ბუღალტრული აღრიცხვიანობის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში ურთიერთშორის არსებული პრაქტიკის გაზიარება, საერთო ამოცანების გადაჭრა და  გამჭირვალობის ამაღლება.

სემინარი A&ACoP ეძღვნებოდა აუდიტის ცალკეულ დირექტივებთან (2006/43/EC , 2014/56/ЕС) მიმართებაში, იმ ძირითადი მიმართულებების და მახასიათებლების მიმოხილვას, რომელიც გავლენას ახდენს ზოგადად ეკონომიკასა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ანგარიშგებებზე, ასევე აუდიტის ჩატარების ხარისხის კონტროლის საიმედო სისტემების მიმოხილვას და სახელმწიფო ორგანიზაციებში, საზოგადოებრივად დაინტერესებული პირებში (სდპ) და ბიზნეს კომპანიებში აუდიტორული შემოწმებების ჩატარების აუცილებლობას და გამჭირვალობისა და აუდიროტული კომპანიების მიერ ჩატარებული შემოწმებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას და მექანიზმებს.