(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან

31 ოქტ '16

27 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრ კომპანიებთან შეხვედრაზე მოიწვია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელი ფრანსუა პეშო და მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტ, ჟენევიევ ბუარო.

მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს თუ როგორ აფასებს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკას, განვლილ პერიოდსა და სამომავლო პერსპექტივებს.

როგორც ვიცით, რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება რთულია. ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა,  რა პოზიციები უჭირავს საქართველოს რეგიონისა და მსოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს მომდევნო წელს შეუძლია, ეკონომიკა 5%-ით გაზარდოს, ქვეყანა ასევე, ინარჩუნებს მდგრადობას შოკების მიმართ.

რაც შეეხება გამოწვევებს, სამივე საფინანასო ინსტიტუტი თანხმდება, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა სტრუქტურული რეფორმები განათლებისა და ინოვაციების დარგში, ამასთან, არ უნდა შენელდეს ინფრასტრუქტურის შექმნა-გაუმჯობესებაზე მუშაობა.  გამოწვევაა, ასევე, ჯანსაღი ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.

გამოწვევებზე ისაუბრეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმაც: დღეს, ერთ-ერთი მნიშნველოვანი დაბრკოლება ბიზნესისთვის არის გაუმართავი სასამართლო სისტემა და სწორედ ეს უნდა იყოს პირველი პრიორიტეტის რეფორმა. აღინიშნა გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მოწესრიგების აუცილებლობაც - მისი დახვეწა კრიტიკულად აუცილებელია ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის Doing Business 2016 რეიტინგსაც. მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ჟენევიევ ბუარომ დამსწრეებს გააცნო საქართველოს მიღწევები ამ რეიტინგში - მე-16 ადგილზე გადანაცვლება 23-დან.

გარდა ამისა,  სტუმრებმა ისაუბრეს პროექტებზე, რომლებსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მუშავდება კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტებისთვის საჭირო საკანონმდებლო-სარეგულაციო ჩარჩო, ასევე, გრძლდება ინვესტირება საქართველოს კერძო სექტორში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც დაუთმობს სივრცეს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და წევრებს მისცემს საშუალებას, მოისმინონ მათი შეფასებები საქართველოს ეკონომიკაზე.