სასამართლოებში სპეციალიზებული კომერციული პალატების შექმნის იდეის გარშემო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა
2 ნოემ '16
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამართლებრივი ბაზის განვითარების კომიტეტმა 1 ნოემბერს სპეციალური, რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის განსახილველად იქნა წარდგენილი საერთო სასამართლოების სისტემაში სპეციალიზებული, კომერციული პალატების შექმნის იდეა;
ზემოაღნიშნული იდეის პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული, კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მუშავდება და ის მიზნად ისახავს ერთის მხრივ საერთო სასამართლოების სისტემის განტვირთვას წვრილმანი სასამართლო დავებისაგან, მეორეს მხრივ კი ბიზნეს დავების გადაწყვეტის მოქნილი და დროში ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბებას საერთო სასამართლოების სისტემის შიგნით.