(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

შეხვედრა თემაზე - „არბიტრაჟის უპირატესობები“

3 ნოემბერს , “საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა” და  „დავების განმხილველი ცენტრის“ ორგანიზებით,  გაიმართა  პრეზენტაცია თემაზე - „არბიტრაჟის უპირატესობები“.  ღონისძიებას ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, პროფესიული წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები  დაესწრნენ.

შეხვედრა არბიტრაჟის თემაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა  გახსნა და განაცხადა რომ დავების გადაჭრის ალტერნატიული სისტემის - არბიტრაჟის დახვეწა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის სასამართლო სისტემა ძალიან მოუქნელი და გაუმართავია ბიზნესდავების განხილვის თვალსაზრისით.

ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნეს-დავების გადაწყვეტის პრობლემატიკა შეაჯამეს და საქართველოში არბიტრაჟის გამოწვევები განიხილეს. მონაწილეებს „დავების განმხილველი ცენტრის“  საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს და განმარტეს თუ რა უპირატესობები  გააჩნია არბიტრაჟს სასამართლოსთან შედარებით.