(+995 32) 2 202-215

სიახლეები

გარემოს დაცვის კომიტეტის პირველი სხდომა

16 ნოემ '16

15 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩატარდა გარემოს დაცვის კომიტეტის პირველი სხდომა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ასოციაციის წევრი კომპანიის „ჯორჯიან ემერიქან ელოიზის“ გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე.

სხდომაზე დამსწრეებმა განიხილეს ასოციაციის წევრი კომპანიების პრობლემური საკითხები გარემოს დაცვის მიმართულებით.

ასევე დეტალურად იქნა განხილული ახალი გარემოსდაცვითი შეფასების  კოდექსის პროექტი, საიდანაც გამოიკვეთა/იდენტიფიცირდა გარკვეული ხარვეზული საკითხები.

სხდომაზე დამსწრეებმა ასევე იმსჯელეს  კომიტეტის სამომავლო საქმიანობის და სავარაუდოდ განსახილველი საკითხების შესახებ.