(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან

21 დეკ '16

20 დეკემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის ოფისში გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ  საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე  განხილული იქნა  საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ბოლო პაკეტი, ასევე, გადასახადის ახალ ე.წ. „ესტონურ მოდელთან“, მოდელის შესაბამისად წარსადგენი ყოველთვიური დეკლარაციის ფორმასთან და მისი შევსების წესთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.

ბიზნესის წარმომადგენლებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები  ზემოაღნიშნულ თემებთან  მიმართებაში.