(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

28 დეკ '16

27 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გაიმართა გარემოს დაცვის კომიტეტის მორიგი სხდომა.

სხდომის  დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო  ნარჩენების მართვის კოდექსის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა,  ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ  მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ ინიციატივები გარემოსდაცვის მიმართულებით.

სხდომის  მონაწილეები შეთანხმდნენ,  რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროსთან  ნარჩენების მართვის კოდექსთან დაკავშირებული ხარვეზებისა და პრობლემური საკითხების შესახებ.