(+995 32) 2 202-215

სიახლეები

უძრავი ქონების კომპანია "რენტალსი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

13 თებ '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს   კომპანია "რენტალსი" შემოუერთდა.

„რენტალსი“ უძრავი ქონების საბროკერო და საკონსულტაციო კომპანიაა, ქართულ ბაზარზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით. კომპანია ფოკუსირდება მხოლოდ მაღალი კლასის საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე. ამ მიმართულებით კონსულტაციას უწევს  საქართველოში წარმოდგენილ 20-ზე მეტ საელჩოს,  ათობით საერთაშორისო ორგანიზაციასა და მრავალ კერძო თუ ინსტიტუციონალურ ინვესტორს.

ხარისხზე ორიენტაციისა და მაღალი სანდოობის გამო, მიღებული აქვს ელჩებისა და მსხვილი კომპანიის პირველი პირების სარეკომენდაციო წერილები. მხოლოდ 2015-2016 წლების განმავლობაში კომპანიამ გააქირავა და გაყიდა ჯამში 13.000 კვ. მ-ზე მეტი „ა“ კლასის კომერციული უძრავი ქონება, ხოლო საცხოვრებელ ნაწილში ათობით პრემიუმ კლასის ბინა და ელჩის სარეზიდენციო სახლი.

დასრულებული (გაყიდული ან გაქირავებული) პროექტების შერჩეული სია:

საოფისე შენობები: ჰოლანდიის საელჩო, ევროსაბჭო, პოლონეთის საელჩო, ლატვიის საელჩო, ყატარის საელჩო, ჰილსაიდრეზიდენსი, არვატო, ელ-ჯი, ბოში, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

რეზიდენციები: იტალიის, პოლონეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, ბრაზილიის, იაპონიის, ყატარის, მსოფლიო ბანკის, IFC, IMF, ADB, გაეროს ელჩებისა და პირველი პირებისთვის.   

2017 წელს „რენტალს“-ს დაგეგმილი აქვს აქტიურად შევიდეს ახალი დეველოპმენტების სეგმენტზე და შესთავაზოს დეველოპერებს   მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესების ეფექტური ორგანიზება და მართვა.