(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ შემოუერთდა

23 თებ '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ შემოუერთდა.

„ელიტ ელექტრონიქსი“ 21 წელია რაც მოღვაწეობს ტექნიკის ბაზარზე და  საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად  განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის  შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების  მაღალი სტანდარტი - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს  საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

„ელიტ ელექტრონიქსი“ გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 30 ფილიალს, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში. „ელიტ ელექტრონიქსი გახლავთ მსოფლიოში წამყვანი ტექნიკის ბრენდების წარმომადგენელი, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, HP, Acer, Lenovo და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Samsung-ის და Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში.