(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

23 თებ '17

22 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
 
შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ირინა კვახაძემ მისიის წევრებს კერძო სექტორისთვის აქტუალური საკითხები გააცნეს.