(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კონკურენციის სამართლის საკითხებზე შეხვედრას უმასპინძლა

1 მარ '17

ევროკავშირის  პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“  ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფი, კონკურენციის სამართლის ექსპერტი დოქტორი ფრანსუა სუტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა და კონკურენციის სამართლისა და კონკურენციის პოლიტიკის აქტუალური საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას, დახმარებას კონკურენციის სააგენტოსა და ბიზნესისათვის, რათა სწორად ფორმირებული პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი გახდეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან მისაღები სარგებლის მაქსიმიზება.

შეხვედრის ფარგლებშივე დაიგეგმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს, კონფერენციებსა და სემინარებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის კორპორატიული პოლიტიკა, კონკურენციის სამართალი, როგორც ინსტრუმენტი ბაზრის ეფექტურობისათვის და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები;

საქართველოს ბიზნეს ასოცაიცია მომავალშიც გააგრძელებს კონკურენციის პოლიტიკის შემუშავებისა და კონკურენციის სამართლის დახვეწის პროცესში აქტიურ მონაწილეობას.