(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის  სხდომა გაიმართა

14 მარ '17

13 მარტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის 2017 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია "ბიდიოს"  მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი.

შეხვედრაზე  განიხილეს   მოგების გადასახადის ახალ, ე.წ. „ესტონურ მოდელთან“ და „ავანსის“ დღგ-თ დაბეგვრასთან დაკავშირებული, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დაყენებული პრობლემური საკითხები, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავებული, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (Base Erosion and Profit Shifting - BEPS) სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 15 ღონისძიებას.

შეხვედრის ფარგლებშივე დაიგეგმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ზემოაღნიშნული თემებისა და საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა აქტუალური საკითხების განსახილველად.