საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის სხდომა გაიმართა
24 მარ '17
23 მარტს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, ასოციაციის წევრი კომპანიის „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, ლაშა ნოდია.
სხდომაზე განხილული იქნა საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული პრობლემები, წვრილმანი დავებისაგან პირველი ინსტანციის სასამართლოების განტვირთვის მიზნით უზენაესი სასამართლოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და „გადახდისუუნარობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები.
ასოციაციის იურისტმა, ნიკოლოზ ნანუაშვილმა, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია სხვა მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.