(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ბანკი ქართუ“ შემოუერთდა

30 მარ '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „ბანკი ქართუ“ შემოუერთდა.

სს ,,ბანკი ქართუ’’ დაფუძნდა 1996 წლის 1 ნოემბერს და 1997 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღო საბანკო საქმიანობის ლიცენზია. საქმიანობის დაწყების პირველივე ეტაპზე, ბანკის იმიჯი და პრესტიჟი კლიენტებისადმი მისმა განსაკუთრებულმა მიდგომამ და დამოკიდებულებამ განაპირობა. ბანკი ქართუ მომხმარებელს სტაბილურ განვითარებას სთავაზობს. ბანკში მუდმივად იხვეწება არსებული და იქმნება ახალი პროდუქტები, სერვისები და შესაბამისი პროცედურები.

ბანკი ქართუ დაფუძნდა 1 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საწესდებო კაპიტალით, რომელიც დამფუძნებლის მიერ ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს 114,430,000 ლარს შეადგენს.

ბანკის მთავარი მისიაა ისეთი სფეროების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესსექტორის ზრდას, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი  ქართუ აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტებში და ბიზნესს სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებულ საკრედიტო პროდუქტებს სახელმწიფო პროგრამების – „შეღავათიანი აგროკრედიტი“  და „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის შედეგად, 2015 წელს ბანკმა, „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“-სგან მადლობის სიგელი დაიმსახურა. სს ,,ბანკი ქართუ’’ მუდმივად ახდენს ბანკის პორტფელის დარგობრივ და რეგიონალურ დივერსიფიკაციას.

უკანასკნელი მოვლენებიდან სს „ბანკი ქართუ“-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ 2015 წელს მინიჭებული IDR-ის (Issuer Default Rating) რეიტინგი „B+ სტაბილური პერსპექტივა“, რაც გამოხატავს ბანკის სიძლიერეს, მისი განვითარების და საქმიანობის უმაღლეს სტანდარტს, რომელიც მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.