(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოლუმბიის ელჩს შეხვდა

30 მარ '17

30 მარტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კოლუმბიის ელჩს, ხუან ალფრედო პინტო საავედრას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

კოლუმბიის ელჩის ვიზიტის მიზანი  იყო კოლუმბიასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავება. შეხვედრის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ კოლუმბიის ეკონომიკურ მდგომარეობას, საგარეო სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნეს ტენდენციებს.