(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან

30 მარ '17

30 მარტს, სასტუმრო „ბილთმორში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობის, საერთაშორისო ეკონომიკური კოოპერაციისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში. მისი თქმით, ასევე პოზიტიური შედეგით დასრულდა გასული წელი, როდესაც „საქსტატმა“ მშპ-ის დაზუსტებული მაჩვენებელი 2,7 პროცენტის ოდენობით გამოაქვეყნა.