(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს გლობალ ბენეფიტს ჯორჯია შემოუერთდა

4 აპრ '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია შემოუერთდა.

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია  მსოფლიოში ერთერთი წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის - Global Benefits Group (GBG)-ის რეგიონალური წარმომადგენელია.

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია ახორციელებს საქმიანობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის მიმართულებით კორპორატიული სეგმენტისთვის და ოპერირებს, როგორც ქართულ, ასევე ამიერკავკასიის სადაზღვევო ბაზარზე.

Global Benefit Georgia-ს საქმიანობის არეალი სადაზღვევო მომსახურებების სრულ ჩამონათვალთან ერთად, მოიცავს სპეციალურ ჯფუფურ სადაზღვევო პროდუქტებსაც. გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი პროდუქტების საერთაშორისო განზომილებაა. მომსახურების ძირითადი პრინციპი არის კლიენტის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მასზე მორგებული, მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზება. 

კომპანიის ძირითადი აქციონერები არიან საერთაშორიოს სადაზღვევო კომპანია „Global Benefits Group” (GBG) და ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგი საქართველოში - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG).

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია დაზღვევის პროდუქტთა ფართო სპექტრს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით:

1.   სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით Global Benefits Georgia გთავაზობთ, როგორც Global Benefits Group-ან ერთად შემუშავებულ საერთაშორისო პროდუქტებსა და მომსახურებებს, ასევე, ქართული ბაზრისთვის სპეციალურად შექმნილ ახალ სადაზღვევო პოლისებს საერთაშორისო დაფარვებით.

Global Benefits Georgia-ს პორთფელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მოიცავს ჯანმრთელობის, კრიტიკული დაავადებების, სიცოცხლისა და შრომისუუნარობის დაზღვევა, სამოგზაურო, TieCare International-სა და ATMSafe-ის დაზღვევებს. თითოეულ პროდუქტს ახასიათებს დაფარვის მაღალი ლიმიტები და გლობალური გეოგრაფიული არელის მოცვა. ნებისმიერი სადაზღვევო პოლისის შეძენისას, გემსახურებათ რისკების მართვის პირადი მენეჯერი. სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისას თქვენ გაქვთ თავისუფალი არჩევანი სამედიცინო დაწესებულების შერჩევისას.

2.   ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა

მომსახურების ძირითადი პრინციპი არის კლიენტის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მასზე მორგებული და მისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზება. ვინაიდან კომპანიათა რისკები და საჭიროებები განსხვავებულია, თითოეული ორგანიზაციისთვის შექმნილი სადაზღვევო პაკეტიც განსხვავდება.

3.   სპეციალური ჯგუფური დაზღვევები

გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში ხელმისაწვდომია სპეციალური სადაზღვევო პროდუქტები დიპლომატიური კორპუსისთვის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, ქართული დიასპორისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, პროფესიონალი სპორტსმენებისთვის.

      4. ინდივიდუალური დაზღვევა