(+995 32) 2 202-215

სიახლეები

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

18 აპრ '17


13 აპრილს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, გაიმართა ასოციაციის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი, თამარ შარაშიძე და მისი მოადგილე, გიგა გიგაშვილი.

სხდომაზე განიხილეს საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტი, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ ინიციატივები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით.