(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან

27 აპრ '17

20 აპრილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ვეფხვაძის შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან,  მარიამ ვალიშვილთან და ესკოს გენერალურ დირექტორთან,  ვახტანგ ამბოკაძესთან.

შეხვედრაზე  განიხილეს ელექტროენერგეტიკული (სიმძლავრის) ბაზრის წესებში 13 მარტის ცვლილება, ხოლო შემდეგ დიკუსია  წარიმართა ელექტროენერგეტიკული ბაზრის შემდგომი რეფორმირების ირგვლივ.

ბაზრის მოდელთან და ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.