(+995 32) 2 202-215

სიახლეები

მსოფლიო ბანკის სემინარი

3 მაის '17

2017 წლის 26-27 აპრილს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, STAREP (აუდიტისა და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ჩატარდა მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე „ფინანსური ანგარიშგების რელევანტურობის შენარჩუნება სხვადასხვა ზომის საწარმოებზე“.

სემინარის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბუღალტრული ევროდირექტივის დანერგვის სირთულეებთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხების განხილვა. აღნიშნულ სემინარს, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბჭოს წევრი დაესწრო ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი შოთა კომლაძე.

STAREP მსოფლიო ბანკის პროგრამაა, რომელიც 2013 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა და აერთიანებს ექვს ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კორპორაციული ანგარიშგებისათვის ეფექტური ინსტიტუციონალური საფუძვლებისა და გამჭვირვალე გარემოს დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.