(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის პრეზენტაცია.

საპენსიო რეფორმა წარმოადგინეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

სხდომაზე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა, დიალოგის ფორმატში, განიხილეს წარმოდგენილი კონცეფცია და იმსჯელეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ.

ბიზნეს ასოციაციაში მორიგი შეხვედრა  საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში კვლავ გაიმართება.