(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში

2017 წლის 4 ივლისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის"  შესახებ კანონში გასულ კვირას განხორციელებული ცვლილებები გააცნეს.

დისკუსია შეეხებოდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას, კერძოდ 2018 წლის 1 მაისიდან პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირების ვალდებულებას იმ საწარმოებისთვის, რომლებიც მარაგდებიან 35 ან მეტი კილოვოლტი ქსელით. ასევე, განიხილეს 2018 წლის 1 იანვრიდან 40 მეგავატამდე დერეგულირებული ელექტროსადგურების ბიზნეს საქმიანობის პერსპექტივები და დერეგულირების შედეგად ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებები.

სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან პერიოდულად გაიმართოს, რათა ენერგეტიკის ბაზრის მოთამაშე სხვადასხვა მხარის ჩართულობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მიმდინარე და დაგეგმილი ცვილებების განხილვაში.