(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტების პრეზენტაცია

31 ოქტ '17

31 ოქტომბერს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ანაკლიის პორტის, ქალაქ ანაკლიის პროექტების პრეზენტაცია და ეკონომიკური ზონის პროექტები გააცნეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან პროექტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა ანაკლიის პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის დეტალური პრეზენტაციები წარადგინეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი და ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები .

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.