(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

ასოციაციის წევრების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

9 ნოემბერს, სასტუმრო „ბილთმორში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან.

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო გადაწყვეტილებებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2018 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და საგადასახადო კანონმდებლობაზე, აგრეთვე მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ამჟამად იხილება.

ასევე დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან რეგულარულად ტარდება.