(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს AS GEORGIA (დირსი) შემოუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს სამშენებლო კომპანია AS GEORGIA (დირსი) შემოუერთდა.

2010 წელს დაფუძნებული კომპანია, AS GEORGIA, რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული ჰოლდინგის – AS GROUP INVESTMENT-ის შვილობილი კომპანიაა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში კომპლექსური პროექტების მაღალ დონეზე შესრულების დიდი გამოცდილება აქვს.

AS GEORGIA, თბილისის ყველაზე მასშტაბურ პროექტს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსს ახორციელებს. „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსი ისანში მდებარეობს და ტერიტორია 46 ჰა შეადგენს. „დირსი“ გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასებით, გადახდის მოქნილი პირობებითა და ბინების ფართო არჩევანით. 

კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების წარმოებას, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, თანამედროვე სამშენებლო ტექნიკით სატრანსპორტო მომსახურებასა და სხვ.