(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

ასოციაციაში ტურიზმის განვითარების კომიტეტის სხდომა გაიმართა

2018 წლის 23 იანვარს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გაიმართა ტურიზმის განვითარების კომიტეტის  სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, „სილქ როუდ ჯგუფი - უძრავი ქონების“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარრი. სხდომას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ტურისტულ საქმიანობასთან.

კომიტეტზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა საჰაერო გადაყვანის,  მათ შორის  საჰაერო ბუშტებისა და მცირე ზომის საფრენი ხომალდების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო.

შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს ტურიზმის დარგის საკანონმდებლო-მარეგულირებელი გარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ საჭიროა კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, რადგან დღეს არსებული რედაქცია არ შეესაბამება დარგის არსებულ, თანამედროვე მდგომარეობას.

შეხვედრის შედეგად, გამოიკვეთა დარგში არსებული პრობლემური საკითხები და განხილული იქნა მათი გადაჭრის გზები.  დაიგეგმა ასოციაციის ტურიზმის განვითარების კომიტეტის სამომავლო ნაბიჯები.