(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი გახარია - ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტის იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც არსებობს, არ შეიძლება

 
გიორგი გახარია - ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტის იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც არსებობს, არ შეიძლება ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტის მიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, არ შეიძლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ განუცხადა.
 
მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
 
„ამ კანონპროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მისი მიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს კანონპროექტი, არ შეიძლება“, - განაცხადა გახარიამ. 
მისივე თქმით, კონკრეტული შენიშვნების შესახებ ისაუბრებს დღეს, საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან.
 
„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს პოზიცია, რომელსაც ყოველთვის ვაფიქსირებდით. ნაწილობრივ მოხდა პოზიციების შეჯერება, მაგრამ იმ მაღალი სტანდარტებისთვის, რომლებიც აღებულია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან, არც ბიზნესი, არც მომხმარებელი და არც ქართული ეკონომიკა მზად არ არის. მომხმარებელთა უფლებები უნდა იყოს დაცული არსებული კანონმდებლობით. არსებულ კანონმდებლობაში ეს მექანიზმები გვაქვს, თუმცა გაბნეულია. ერთი კანონის ქვეშ მათი შეკრების იდეა ალბათ ლეგიტიმურია. ეს კანონი უნდა არსებობდეს, მაგრამ მისი ფორმები დასახვეწია“, - განაცხადა გახარიამ.