(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ბალვანერა: ექსპორტისა და ინვესტიციების გაზრდის მიმართულებით, მუშაობა უნდა გავააქტიუროთ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ ბრუნო ბალვანერასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეშოსთან, მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტთან, ჟენევიევ ბუაროსთან და უფროს ეკონომისტთან მარიამ დოლიძესთან გაიმართა.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს. პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრია. პირველ რიგში, ეს ექსპორტისა და ინვესტიციების გაზრდის საკითხს შეეხება. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავააქტიუროთ“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

შეხვედრაზე 2017 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებზე.

 

ლინკი