"სამ თვეში მერიაში განსხვავებული სტრუქტურა იქნება"
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამ თვეში მერიაში განსხვავებული სტრუქტურა იქნება. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც მხარეებს შორის განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი, მერიაში არსებული ბიუროკრატიული პროცედურები იყო.
„ძალიან სერიოზულ პრობლემას ვხედავთ ამ მიმართულებით და შემთხვევით არ არის ის, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ სტრუქტურული რეფორმა. ამ ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს კანონი და ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და სამი თვის თავზე მერიის სტრუქტურა იქნება განსხვავებული. რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, მიმართულია იქითკენ, რომ უფრო მარტივი, მოქნილი გახდეს მერიასთან ურთიერთობა და ორიენტირებული იყოს ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე“, - განაცხადა კალაძემ.
ლინკი