(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

კახა კალაძე: ბიზნესს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, პირველ რიგში მინდა ბიზნესასოციაციას მადლობა გადავუხადო შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ განსახორციელებელ პროექტებზე, გეგმებზე, რომელიც დასახული გვაქვს მომდევნო თვეების განმავლობაში", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ზოგადად ბიზნესის და ამ ადამიანების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში და ქალაქის წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები გახლავთ ისინი, ვინც ქმნის სამუშაო ადგილებს ქვეყნაში.

შესაბამისად ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ქალაქის განვითარებაში, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, რომელიც დაგეგმილი გვაქს მომდევნო თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და იმ პრობლეების მოგვარებას, რომლებიც დღეს არსებობს საქართველოში.

ყველა ის პროექტი იქნა წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. თუნდაც ავიღოთ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი გვაქს, ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. შესაბამისად, ჩვენს ქალაქს სჭირდება მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მის  გამოსწორებაზე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელმაც ქალაქის საახალწლო მორთვაში  მიიღო მონაწილეობა და მჯერა, რომ ასე გაგრძელდება ეს ურთიერთობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ლინკი