(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

BAG: "საპოლიციო გამოსახლების" ალტერნატიული მექანიზმის შექმნას ვფიქრობთ

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესომბუდსმენის აპარატთან ერთად ე.წ საპოლიციო გამოსახლების წესის ალტერნატიული მექანიზმის შექმნას ან ძველი წესის აღდგენას შეეცდება. როგორც BM.GE-სთან ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ასლანიშვილი აცხადებს, წინა პარლამენტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო პოპულისტური, რადგან იპოთეკით დაზარალებულთათვის პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა და ერთადერთი შედეგი, რაც ცვლილებებმა გამოიღო იყო პრობლემების შექმნა უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვის. 

"რეალურად იმ ადამიანებს, ვინც უძრავი ქონების სექტორშია ჩართული და დაკავებულია უძრავი ქონების გაქირავებით, შევუქმენით მნიშვნელოვანი პრობლმები. ამ სექტორმა დაიწყო კლება, აღსრულება ამ მიმართულებით არის გაჭიანურებული. ვფიქრობთ, ახალ ბიზნესომბუდმენთან დავაყენებთ ხელახლა ამ საკითხს და ვიფიქრებთ ეფექტური აღსრულების რაიმე ახალი ფორმის შემოღებზე, რაც გაადვილებს ამ სექტორის ფუნციონირებას ან ძველი წესის აღდგენას, რაც ვფიქრობ, იყო ეფექტური კონკრეტული სექტორის განვითარებისთვის", - აცხადებს ირაკლი ასლანიშვილი.

ლინკი