(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

"ბანკებს სასოფლო-სამეურნეო სესხების გაცემის პრობლემა შეექმნებათ"

"ბანკებს სასოფლო-სამეურნეო სესხების გაცემის პრობლემა შეექმნებათ", -ამის შესახებ ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის რეგულაციის გავლენის შეფასებისას აცხადებს. 

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრისას. ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაცია სასწრაფოდ შესაცვლელია, რადგან ბანკებს უქმნის პრობლემას როგორც მიწის დასაკუთრების, ისე შემდგომ მისი რეალიზაციის თვალსაზრისით. 

"ჩვენმა წევრმა ბანკებმა დააყენეს ეს საკითხი. ორი უმსხვილესი ბანკია, რომლის აქციებიც ლონდონის ბირჟაზეა განთავსებული. უცხოელი დამფუძნებლები ჰყავთ და მათ დასაკუთრების დიდი პრობლემა აქვთ და შემდგომ ამ მიწების რეალიზაციის. შესაბამისად ვერ გასცემენ სასოფლო-სამეურნეო სესხებს და შეზღუდავენ. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის ხერხემალია სოფლის მეურნეობა, ეს პრობლემას ქმნის და გადასაწყვეტია სასწრაფოდ. არის შემთხვევები, როდესაც ისაკუთრებს ბანკი მიწას, რაც არამგონაი ხშირი იყოს. თუ ქვეყანას უნდა რომ არ გასხვისდეს უცხოელზე მიწა, სხვანაირად უნდა დარეგულირდეს - ბანკებს პრობლემა არ შეექმნას და სექტორის დაფინანსებას არ შეექმნას პრობლემა პირველ რიგში", - აცხადებს ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი.