(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ირაკლი გილაური - რეგიონში ტრილიონ დოლარზე მეტი გაქრა და ლარი ვერ იქნებოდა ძველ ნიშნულზე

ლარის დევალვაცია თავიდან ბოლომდე არის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა და ამის პოლიტიზირება არ შეიძლება, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩვენი შეხედულებით ლარის დევალვაცია თავიდან ბოლომდე არის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ამის პოლიტიზირება არ შეიძლება. რეგიონში ტრილიონ დოლარზე მეტი გაქრა და ლარი ვერ იქნებოდა იმ ნიშნულზე, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, როცა რუბლი, გრივნა, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი, ევრო დოლართან შედარებით დაეცა. ეს რეალურად არის დოლარის გამყარების ტენდენცია და არა ლარის დასუსტების. შესაბამისად, ფუნდამენტური ცვლილება, რაც საქართველოს ეკონომიკაში უნდა მომხდარიყო, უკვე მოხდა - ანუ იმპორტი შემცირდა, ექსპორტი შემცირდა. რაც შეეხება ტურიზმს, გვაქვს კარგი ტენდენცია - თითქმის 15%-იანი ზრდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს", - განაცხადა გილაურმა. 
მისივე განმარტებით, სავაჭრო დეფიციტი 18%-ით არის შემცირებული, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ასევე იზრდება ვალუტის შემოდინება, შესაბამისად, "მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მონაცემებს რომ შევხედოთ, ლარი უნდა გამყარდეს".

 

ლინკი