(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი არველაძე: ქართული საბანკო სექტორი საკმაოდ გამჭირვალეა

ლიბერთი ბანკში ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას და ცალკე ორგანოდ ჩამოყალიბებას ნეგატიურად აფასებენ. როგორც ბანკის გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძე "აიპრესთან"  საუბრისას აცხადებს, მათთვის გაუგებარია კანონპროექტის მოტივი და ის ფორმა რა ფორმიტან მისი შემუშავება მოხდა.

“უპირველეს ყოვლისა რა შენიშვნაც გვაქვს არის ის, რომ კანონის განმარტებით ბარათში, მიზეზი რაც წერია, აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენთვის. მისი შემუშავები ფორმა, ასეთი სისწრაფე და ზოგადად მისი საჭიროება არ არსებობს.

ჩვენი აზრით დროც და რესურსიც უნდა დაიხარჯოს იმაში რაც პრობლემურია და გამოსწორება სჭირდება. აქ ვერაფერი მსგავსი ვერ დავინახეთ, კანონის განმარტებითი ბარათიდან ეს არ ჩანს.

რაც შეეხება გამჭირვალობას, საბანკო სექროტი თავის საქმიანობაში საკმაოდ გამჭირვალეა და აბსოლუტური უმეტესობა, მსხვილი ბანკებისა, რომლებიც სეტორის 80 პროცენტს შეადგენენ, კვარტალურად ახდენენ შედეგების გამოქვეყნებას, საკმაოდ დეტალებში, ასე რომ რა იგულისხმება გამჭირვალობაში ვერ ვხვდებით”, – აცხადებს არველაძე.

რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ზურაბ ადეიშვილი მეტ ინფორმაციას ფლობს ბანკებზე, ვიდრე მთავრობა და პარლამენტი, არველაძე აცხადებს, რომ ქართული საბანკო სექტორი გამჭირვალეა და კომერციული ბანკების ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

“მე არც ის ვიცი ადეიშვილს რამდენი ინფორმაცია აქვს საბანკო სექტორზე და არც ის რამდენი მთავრობას. რთულია მოკლე ავდაში ანალიზი გავაკეთოთ და ვთქვათ რას მოიტანს კანონი. მაინც ვისურვებდი რომ სხვა პრობლემებით დავკავებულიყავით, – საჭიროა ეკონომიკის და საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია, რაც ბიზნესს მეტ სტიმულს მისცემს. ასევე ბიზნესს უნდა მიეცეს საშუალება, რომ საკუთარი მოგების რეინვესტირება მოახდინოს. სწორედ ამაზე უნდა დაიხარჯოს მეტი დრო, რათა ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს”, – აცხადებს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს შესაძლოა საბანკო ზედამხედველობის სააგენტო გამოეყოს. კანონპროექტი პარლამენტში თამაზ მეჭიაურმა წარადგინა. როგორც მეჭიაური აცხადებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბანკის საბჭო “პოლიტიკურად ანგაჟირებული” პირებისგან არის დაკომპლექტებული და ისინი წინა ხელისუფლების ინტერესებს ატარებენ. როგორც ცნობილი გახდა საბანკო ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებელ სიპად ჩამოყალიბდება, ის რჩება ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში, თუმცა ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” ორგანული კანონის პროექტით, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით ეროვნულ ბანკთნ იქმნება სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს საბჭო. განისაზღვრება აღნიშნული საბჭოს ფუნქციები, ფორმირებისა და საქმიანობის წესი. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, კომერციული ბანკების ლიცენზირებას განახორციელებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. გარდა ამისა, კანონის მთელ რიგ მუხლებში ეროვნული ბანკის ნაცვლად განისაზღვრება სააგენტოს ფუნქციები საფინანსო სექტორის საქმიანობაზე ზედამხედველობის ნაწილში.

 

ლინკი