(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი ჭირაქაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საპარტნიორო ფონდის ბანკად გარდაქმნას არ ემხრობა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე აცხადებს, რომ ასოციაცია არ ემხრობა საპარტნიორო ფონდი იყოს გარდაქმნილი ბანკად და ბანკის სახელწოდება ჰქონდეს.
ამის შესახებ გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ასოციაციის წევრებისა და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ განიხილება სხვა ვერსიებს შორის საპარტნიორი ფონდის განვითარების ბანკად გადაკეთება.
"ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებდით და დღესაც ვაცხადებთ, რომ არ ვემხრობით საპარტნიორო ფონდი იყოს გარდაქმნილი ბანკად და ბანკის სახელწოდება ჰქონდეს. ჩვენ როგორც ვიცით, დღეს ეს არ განიხილება, არამედ აქტიურად არის საუბარი სხვადასხვა სახელწოდებებზე და ფორმებზე. ზოგადად, საპარტნიორო ფონდს ნამდვილად აქვს ადგილი ქვეყანაში, ძალიან ბევრი კარგი რამ შეიძლება გააკეთოს. მიმაჩნია, რომ ბატონ დავით საგანელიძეს აქვს ძალიან ბევრი საინტერესო იდეა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ, მივესალმოთ იმ წამოწყებებს და იდეებს, რომელიც ახალ ხელმძღვანელს მოაქვს, მაგრამ არის, რასაკვირველია, ჩვენთვის რისკები, ჩვენი წევრებისთვის, განსაკუთრებით საბანკო სექტორისთვის რისკები და ამაზე გვინდა მასთან ვისაუბროთ, დავიზღვიოთ თავი, დავანახოთ თუ რატომ მიგვაჩნია, რომ არის რისკები და ქვეყანაში რა შეიძლება აქედან გამომდინარე მოხდეს. ჩვენ უკვე გვქონდა ბატონ დავითთან ამაზე საუბარი და იმედია, დღეს გაცილებით მეტად დარწმუნდება კერძო სექტორიც, რომ იმ რისკებზე რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს რისკები მოხსნილია და მაქსიმალურ თანამშრომლობას და ურთიერთხელსაყრელ პირობებზე იქნება საუბარი მომავალშიც", - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, ბიზნესს ძალიან ხშირად აქვთ კითხვები და ასევე აქტიურად თანამშრომლობენ.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ფონდთან ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელის დროს. დღეს ვხვდებით ახალ ხელმძღვანელს, სადაც ძალიან დეტალურად გვინდა გავიაროთ ის მიზნები და ამოცანები, რომელიც დავით საგანელიძეს აქვს. თქვენ იცით, რომ ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ ის რეფორმებს აპირებს საპარტნიორო ფონდში. ჩვენ გვაინტერსებს დეტალურად გავიგოთ რამდენად აისახება ეს იმ ხედვაზე, სტრატეგიაზე, რომელიც ფონდს გააჩნია", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. 

ლინკი