(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

გიორგი ჭირაქაძე: არ გვინდა აქციზი გამოიყენონ გადასახადების ზრდისთვის

“თბილისი მერიოტში” ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტისა და ბიზნესომბუდსმენის შეხვედრა მიმდინაორებს. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის თქმით, ომბუდსმენი ბიზნესის მხარდამჭერი და ბიზნესის წარმომადგენელია ხელისუფლებასთან.
“ჩვენ არ გვინდა ისე გამოჩნდეს, რომ აქციზის ზრდა იქნება გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან როგორც კონკრეტული მექანიზმი, რომ მოხდეს გადასახადების პირდაპირი ან ირიბი ზრდა, ამიტომ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ჩვენს ზოგიერთ კომპანიას აწუხებს. ამაზე ვაპირებთ ბიზნესომბუდსმენთან საუბარს. კიდევ ბევრი სხვა პრობლემაა, ტექნიკური საკითხები, მთავარია არსებობდეს კომუნიკაცია.
ჩემთვის ძალიან მნიშვნლოვანია, რომ ომბუდსმენი არის ბიზნესის მხარდამჭერი. ეს არის ჩვენი წარმომადგენელი ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან თუ მოლაპარაკებები არ იქნა, ეს ძალიან ბევრ ბიზნესს სერიოზულ პრობლემას შეუმქნის”, – განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.

ლინკი