(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "ჯორჯიან ეარვეისი" შემოუერთდა

27 აპრ '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ავიაკომპანია  ჯორჯიან ეარვეისიშემოუერთდა.

ავიაკომპანია "აირზენა" დაარსდა 1993 წლის სექტემბერში. თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში (ვენაში).

იმ პერიოდში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი სტრატეგიის შედეგად, კომპანიამ წარმატებით მოიპოვა აღიარება და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაციო ბაზარზე.

1999 წელს "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.

2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება "ჯორჯიან ეარვეის" -ით შეცვალა.

2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია "Hapag-Lloyd" -გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ "აირზენა" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.