(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 მაის '17

მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გაფორმებული მემორნადუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ხელს შეუწყობს სამეწარმეო წრეებში საქსტატის და მისი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კერძო კომპანიების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას.  ამასთანავე, საქსტატის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომკომპანიებისაგან მიიღებს ხარისხიან, დროულ და სრულყოფილ ინფორმაციას, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხისა და საიმედოობის ზრდას.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გააცნო უწყებაში განხორციელებული ცვლილებები და მიმდინარე პროექტები.