(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ევროპის  ენერგეტიკული  გაერთიანების ექსპერტის, ანდრიას სიმკუსის ვიზიტი ასოციაციაში

15 ივნ '17

მიმდინარე წლის 14 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გაიმართა ენერგეტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტს ანდრიას სიმკუსს, რომელიც არის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ მომზადებული ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ავტორი.

ასოციაციის წევრებმა კანონპროექტის ავტორისგან მოისმინეს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ შემოთავაზებული დაგეგმილი ცვლილებების მოკლე მიმოხილვა. კანონპროექტზე საუბრისას ბატონმა სიმკუსმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ევროპული დირექტივების ყველა სავალდებულო ნორმას, ხოლო მეორეს მხრივ, ის მორგებულია იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რაც საქართველოს ენერგეტიკის მიმართულებით აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით ფუნდამენტურად იცვლება ელექტროენერგეტიკისა და ნატურალური გაზის ბაზრის სტრუქტურები, რაც მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის გაზრდისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კითხვებისა და პასუხების სესიას, სადაც დამსწრე კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს განმარტებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

დასასრულს, კანონპროეტის ავტორი და კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში მომზადდება კონანპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები, რომელიც გადაეგზავნება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.