(+995 32) 2 202-215

სიახლეები

დავების განმხილველი ცენტრის პრეზენტაცია  თემაზე - „არბიტრაჟის უპირატესობები“

23 ივნ '17

22 ივნისს , საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და  დავების განმხილველი ცენტრის ორგანიზებით,  გაიმართა  პრეზენტაცია თემაზე - „არბიტრაჟის უპირატესობები“.  შეხვედრას საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა არბიტრაჟის თემაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ნოდიამ  გახსნა  და მოწვეულ სტუმრებს „დავების განმხილველი ცენტრის“  საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ხოლო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მაკა ნაჭყებიამ ისაუბრა არბიტრაჟის უპირატესობებზე.

,,დავების განმხილველი ცენტრი“ დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საარბიტრაჟო დაწესებულებაა, რომლის საქმის წარმოების წესები ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვის დაჩქარებულ პროცედურებს ფინანსური დავებისათვის და სთავაზობს ასევე საარბიტრაჟო განხილვის ელექტრონულ წარმოებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების და მათ შორის, არბიტრაჟის, განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით, ასოციაციამ, 2015 წელს, მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო ,,დავების განმხილველი ცენტრის“ ძირითადი პარტნიორი.