(+995 32) 2 202-215

სიახლეები

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის პროექტის განხილვა

7 ნოემ '17

7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, საფინანსო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საპენსიო რეფორმის კანონის პროექტის განხილვა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას, ასოციაციის წევრების გარდა, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი.

სხდომაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა პროექტის ავტორებს ის მოსაზრებები გააცნეს, რომელიც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ. საფინანსო კომიტეტზე გამართული დისკუსიის საფუძველზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შეჯერებულ კომენტარებს მიაწვდის ხელისუფლებას.

აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრები უახლოეს პერიოდში კვლავ გაიმართება.