(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრთა რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართა

20 ნოემ '17

2017 წლის 17 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში,“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგით მეხუთე საერთო ყრილობა გაიმართა, რომელზეც ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, სამეთვალყურეო საბჭო და სამეურვეო საბჭო აირჩიეს.

არჩევნებამდე ასოციაციის წევრებმა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი ასლანიშვილის ანგარიში მოისმინეს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან  მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში შეძლო არაერთი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად.

ასოციაცია განვლილი პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების პროცესში.

ასოციაციის წევრთა ყრილობის ფარგლებში გაიმართა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები, რომელთა შედეგად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“  პრეზიდენტი კვლავ გიორგი ჭირაქაძე იქნება, იგი ერთხმად იქნა არჩეული აღნიშნულ პოსტზე. ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი იქნებიან.

ცვლილებებია ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც ასოციაციის წევრების მიერ კენჭისყრით დაკომპლექტდა (ანბანური თანმიმდევრობით):

გამყრელიძე ნიკოლოზ (საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი)

გეგენავა არჩილ (ფუდმარტი)

გეგეჭკორი გიორგი (რაკია)

გელენიძე ზურაბ (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი)

დევაძე გიორგი (ტრანსმშენი)

კვარაცხელია გიორგი (ლილო მოლი)

კიკვაძე ზაზა (IDS ბორჯომი საქართველო)

კიკნაველიძე კახაბერ (საქართველოს ბანკი)

კილაძე დავით (აი დი ელ)

კონცელიძე არჩილ (ვი თი ბი ბანკი)

კურცხალია გიორგი (მაგი სტილი)

პაპაშვილი ლაშა (რედიქსი)

ურუმაშვილი  ეფრემ (ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები)

ფხაკაძე სამსონ (ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია)

ქათამაძე ნუგზარ  (პეტროკას ენერჯი ჯგუფი)

ჭირაქაძე  გიორგი (იუ ჯი თი)

ხაინდრავა ნატო (ბანკი ქართუ) 

 

წევრთა ყრილობის მიერ დამტკიცებული იქნა ასევე ასოციაციის სამეურვეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით (ანბანური თანმიმდევრობით):

ბეჟუაშვილი დავით (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი)

გაიაშვილი თამაზ (ჯორჯიან ეარვეისი)

გილაური ირაკლი (საქართველოს ბანკი)

გურგენიძე ლადო (4 ფინანსი)

დარჩიაშვილი გოჩა (ჯი დი ჯგუფი)

თავაძე გიორგი (სანტე ჯი ემ თი)

კოხოძე თემურ (თეგეტა მოტორსი)

კურტანიძე პაატა (ავერსი)

მაქაცარია ხვიჩა (კაუკასუს ონლაინი)

ნაკაიძე ივანე (პეტროკას ენერჯი ჯგუფი)

ნიშნიანიძე ზაზა (შარმტრეიდინგი)

ოქრიაშვილი კახა (პე ეს პე ჯგუფი)

პაპაშვილი ლაშა (რედიქსი)

რამიშვილი გიორგი (სილქროუდ ჯგუფი)

სომხიშვილი თამაზ (აიდეკო)

ფიფია რომან (ლოიალ კაპიტალ ჯგუფი)

ფხაკაძე სამსონ (ვისოლ ჯგუფი) 

ჭირაქაძე გიორგი (იუ ჯი თი)

ხაზარაძე მამუკა (თი ბი სი ბანკი)

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში არსებობს შვიდი კომიტეტი:

აგრარული კომიტეტი - თავმჯდომარე: გიორგი მარგველაშვილი

გარემოს დაცვის კომიტეტი - თავმჯდომარე: ირაკლი ნოზაძე

ენერგეტიკის კომიტეტი - თავმჯდომარე: ლევან ვეფხვაძე

საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი - თავმჯდომარე: ზურაბ ლალაზაშვილი

საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტი - თავმჯდომარე: ლაშა ნოდია

საფინანსო კომიტეტი - თავმჯდომარე: ვახტანგ ბუცხრიკიძე

ტურიზმის განვითარების კომიტეტი - თავმჯდომარე: გიორგი მარრი

 

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დაარსებიდან უკვე რვა წელი გავიდა, დღეისათვის ასოციაცია სამოცდაათამდე მსხვილ კომპანიას აერთიანებს და აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების პროცესში.