(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია IDL შემოუერთდა

19 დეკ '17

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კომპანია IDL შემოუერთდა.

შპს IDL გახლავთ მარკეტინგული კომპანია, რომლის ძირითად აქტივობას წარმოადგენს ე.წ არაალკოჰოლური, სპორტული, იზოტონური და ვიტამინიზირებული სასმელების დამკვიდრება ქართულ ბაზარზე და კავკასიის რეგიონში. ამ კატეგორიის სასმელებს განეკუთვნება ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის GATORADE, POWERADE, OSHEE, და სხვა.

აღნიშნული მიმართულება საკმაოდ ტრენდულია დღევანდელ მსოფლიოში, რადგან ასოცირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესთან და სპორტულ აქტივობასთან.

ეს გახლავთ სასმელი იმ თანამედროვე ადამიანებისთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს ამჯობინებს. აქვს დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ფიზიკური აქტივობით იღებს განტვირთვას. ხშირად სტუმრობს სავარჯიშო დარბაზებს ან ფეხით ინტენსიურ მოძრაობას არჩევს. მაღალი მიღწევების სპორტი კი დღეს წარმოუდგენელია იზოტონური სასმელების, როგორც ნატურალური  აღმდგენი საშუალებების, გარეშე.

დღეისთვის, შპს IDL გახლავთ ცნობილი პოლონური ბრენდი OSHEE-ის ოფიციალური (ექსკლუზიური) წარმომადგენელი საქართველოში. OSHEE არის იზოტონური წყლების, ვიტამინიზირებლი და ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკმაოდ ცნობილია ევროპის ბაზარზე. მის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ  ამ პროდუქციის აქტიური მომხმარებლები არიან გერმანიის ახალგაზრდული და პოლონეთის ყველა ასაკობროვი ჯგუფის საფეხბურთო ნაკრებები, ხოლო რეგიონალური პარტნიორები ისეთი ცნობილი კლუბები, როგორიცაა მადრიდის "რეალი" და დორტმუნდის "ბორუსია".

შპს IDL  აწარმოებს დისტრიბუციას და აქტიურ სარეკლამო მხარდაჭერას. ასევე აქტიურად მუშაობს ამ პროდუქციის რეექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში.  პერსპექტივაში 2020 წლისთვის დაგეგმილია ერთობლივი საწარმოს გახსნა, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებულ ნატურალური ვიტამინებით გამდიდრებულ პროდუქციას აწარმოებს.

კომპანიის მიზანია გახდეს რეგიონული ლიდერი და იზოტონური და ვიტზმინიზირებული არაალკოჰოლური სასმელების ( ე.წ სპორტული სასმელების ) მთავარი მიმწოდებელი როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე სრულიად რეგიონში.