(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა გაიმართა

20 დეკ '17

2017 წლის 19 დეკემბერს  საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

სხდომაზე ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის  პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე არაერთ ისეთ საკითხზე იმსჯელეს, როგორიცაა ავანსის დღგ-თ დაბეგვრა, ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება, სპეციალური სავაჭრო კომპანიის დაბეგვრა, ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი, მომსახურების ექსპორტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, შერეულ ტვირთებზე წინასწარი დეკლარირება, ე.წ. „პარალელური იმპორტი“ და სხვა.

ბიზნესის წარმომადგენლებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები ზემოაღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ გარკვეულ საკითხებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან, მათი (საკითხების) საბოლოოდ დარეგულირების მიზნით.